თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დააზიანა საპატრულო პოლიციის მანქანა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“იდგა პატრული, მოვიდა ეს მოქალაქე ფეხით, დაუწყო მანქანას წიხლების რტყმა, დედის გინება, აქ რას დგახართო, რას აკეთებთო", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა რამდენმჯერმე მოსთხოვეს მოქალაქეს წესრიგის დაცვა, თუმცა ის მაინც აგრძელდება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. თვითმხილველის თქმით, ამის შემდეგ მოხდა მოქალაქის დაკავება.