ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში,კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში.
Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე.ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა ასევე საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ.
ამ დროისათვის უკვე შექმნილია 2300 ვიდეო გაკვეთილი და 70 000-მდე პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, რაც 1-ლი დან მე-12 კლასამდე მასალას მოიცავს. ქართულ ვერისას უკვე 40, 000 მდე მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2018 წელს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხარდაჭერით, ქართულ ხანის აკადემიას ბიოლოგიის საგანიც დაემატება,რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ბიოლოგიის დისციპლინას ბევრად უფრო ეფექტურად დაეუფლონ.ბიოლოგიის პირველი ვიდეო გაკვეთილი 30 აპრილს ჩაეშვება და მისი ნახვა https://ka.khanacademy.org/ - ზე იქნება შესაძლებელი.
(R)