წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
„#54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ - გიგი უგულავა 10 404 ხმა, რაც პროცენტულად არის 38.38%; პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი 124 ხმა, რაც 0.46%-ია; „ტრადიციონალისტები“ - ზურაბ ქართველიშვილი 59 ხმა, რაც 0.22%-ია; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - მამუკა ტუსკაძე 399 ხმა, რაც პროცენტულად 1.47%-ია; პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - გივი ჭიჭინაძე 15 690 ხმა, რაც პროცენტულად არის 57.86%; საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი 436 ხმა, რაც 1.61%-ია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.