"დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტების ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება რა სახის, რა რაოდენობის და სხეულის რა ნაწილში იყო დაზიანებები მიყენებული, მათ შორის, ტანსაცმელზე", - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე.
მისი განმარტებით, დღეს გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩამდენი პირების რაოდენობა ვერ დგინდება.
"დღეს გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება და ვერც დადგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების რაოდენობა. დღევანდელი ექსპერტიზის დასკვნით, ასევე სხვა მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით, დგინდება, რომ სწორედ ორი ბრალდებულის მიერ იქნა გამოყენებული ის ორი დანა, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ის დაზიანებები, რაც გარდაცვლილს ჰქონდა. ექსპერტებმა კონკრეტიზაცია მხოლოდ 5 დაზიანებასთან მიმართებით მოახდინეს და გამორიცხეს ორიდან ერთი დანით 5 დაზიანების მიყენება. ექსპერტებმა განსაზღვრეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული დაზიანებები გარდა 5 დაზიანებისა, შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ორივე დანით, რაც ამოღებულია", - განაცხადა ფხაკაძემ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.