ერევანში, 1 მაისს დანიშნული პრემიერ-მინისტრის არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა პროვოკატორებმა შეტაკება მოაწყონ სამართალდამცავი ძალების წინააღმდეგ. ინფორმაციას ქვეყნის პოლიციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა მშვიდობიანი მომიტინგეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. არ მიიღებს არანაირ ქმედებას, რაც გამოიწვევს სიტუაციის გართულებას. თუმცა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არსებობს პოტენციური საფრთხე, რომ გარკვეული ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ არსებული სიტუაციით, შესაძლოა პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რათა ხელი შეუწყონ პოლიციასთან შეტაკებას“ - ნათქვამია პრეს-რელიზში.