ისრაელის მხარეს, ბალესტკური პროგრამის ფარგლებში, საკმარისი მონაცემები გააჩნია კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ირანთან თანამშრომლობისთვის. აცხადებს ისრაელის დაზვერვის მინისტრი, ისრაელ კაცი Reuters-თან საუბრისას.
"დიახ, მე ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს თანამშრომლობა და ეს ეხება ბალისტიკური რაკეტების განვითარებას. და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, ბევრი მტკიცებულებები“ - ხაზი გაუსვა კაცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის და კორეის რესპუბლიკის ლიდერების სამიტზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გადახედოს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას.
"ახლა მას ექნება მეტი შესაძლებლობები ირანის წინააღმდეგ და შესაძლოა მოახერხოს დაარწმუნოს ევროკავშირი არ იყოს სუსტი რგოლი კოალიციის“ - აცხადებს კაცი.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის უარი ბირთვულ პროგრამაზე, სასიკეთოდ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ირანს აგრესიის შემთხვევაში თავდასხმით დაემუქრა.