ბაქოში Trump Tower-ის ყოფილ, 33 სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
„შენობაში ხანძარი გაჩნდა, ადგილზე სახანძრო ბრიგადის მანქანებია მობილიზებული“ - აცხადებენ თვითმხილველები.
ხანძარი მრავალსართულიან შენობის მაღალ სართულებზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული სახანძრო ბრიგადის მანქანები ამ მომენტისთვის ხანძრის ლიკვიდაციას ახდენენ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, Trump Tower-ი ბაქოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა. მისი სიმაღლე 130 მეტრია.