საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის კათალიკოს პატრიარქთან, გარეგინ მეორესთან ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განიხილა.
"სწორედ ეხლა ეჩმიაძინში შევხვდი სომხეთის კათალიკოს პატრიარქს გარეგინ მეორეს. ჩვენ განვიხილეთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრობლემის გადაჭრის გზები“ - წერს ფაშინიანი თავის Facebook-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს სერჟ სარგსიანმა დატოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ოპოზიციის მიერ ზეწოლის გამო. მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 1 მაისს დაინიშნა. ის პარლანეტში ღია კენჭისყრით ჩატარდება.
ოპოზიცია მთავრობის თავმჯდომარედ ფაშინიანის დანიშვნას მოითხოვს. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია მზადაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერად დაინიშნოს მათი ლიდერი, არაკონსტიტუციურ მოთხოვნად მიიჩნევს.