მძიმედ დაავადებული ბავშვი, რომლის მშობლებსაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ იტალიაში სამკურნალოდ გამგზავრების უფლება არ მისცა, ლივერპულის საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Guardian-ი ავრცელებს.
მანამდე, რამდენიმე სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში, დაადგინეს რომ ელფი ევანსის გადაყვანა იტალიაში არ შეიძლებოდა. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფო მზად იყო ბავშვის მისაღებად და სამკურნალოდ. 23 თვის პაციენტი დაბადებიდან იტანჯებოდა ტვინის მძიმე დაავადებით. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და მიერთებული იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე. ბრიტანელი ექიმები მიიჩნევდნენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილს სასიცოცხლო სისტემა გაუთიშეს. ამის შემდეგ პაციენტმა დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო და აპარატიდან გათიშვიდან ხუთი დღე იცოცხლა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ბრიტანეთში 2017 წელსაც მოხდა. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ ერთ ერთი პაციენტისთვის, ჩარლი გარდასთვის, ხელოვნური სუნთქვის აპარატი უნდა გამოერთოთ. პაციენტი მიტოქონდრიული დნმ-ის სინდრომით იყო დაავადებული. რომის პაპი ფრანცისკესა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თხოვნის მიუხედავად, დაეტოვებინათ პაციენტი სუნთქვით აპარატზე, ის მაინც გამორთეს. ჩარლი გარდაიცვალა.