სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით არუთუნიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით, კონსენსუსის გზით.
"ქვეყანაში რთული ვითარებაა შემქნილი და ის პოლიტიკური კონსენსუსის გამოყენებით უნდა გადაიჭრას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთის" - განუცხადა არუთუნიანმა ჟურნალისტებს.
ცნობისთის, 23 აპრილს სერჟ სარგსიანმა დატოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ოპოზიციის მიერ ზეწოლის გამო. მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 1 მაისს დაინიშნა. ის პარლანეტში ღია კენჭისყრით ჩატარდება.
ოპოზიცია მთავრობის თავმჯდომარედ ფაშინიანის დანიშვნას მოითხოვს. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია მზადაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერად დაინიშნოს მათი ლიდერი, არაკონსტიტუციურ მოთხოვნად მიიჩნევს.