"სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული საპროტესტო აქციების ფონზე არ დაუშვას შეჯახება და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“ - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ვაგრამ ბაგდასარიანმა.
"ყველა ძალა უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენი მთავარი მიზანია - შეტაკების თავიდან აცილება“ - აცხადებს ბაგდასარიანი. მისივე თქმით, მმართველი პარტია მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ ძალასთან.