"ნატოს კარი ღია რჩება ახალი წევრებისთვის" - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
"გასულ წელს ნატოში მონტენეგროს შესვლა იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ნატოს გაფართოება ისტორიული წარმატებაა. ის ეხმარება სტაბილურობის გამყარებას, ურთიერთთანამშრომლობას და კეთილდღეობას მთელ ევროატლანტიკურ რეგიონში“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, „თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ეს არის უფლება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი წევრის მიღებაზე განიხილება 29 მოკავშირე ქვეყნის მიერ“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.