ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს ლაშა კომახიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KfW) და ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან. განიხილეს პროექტის ფარგლებში 2017 წლის პირველ დეკემბრამდე შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამომავლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეგზავნება. მუნიციპალიტეტი შეისწავლის აღნიშნულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც ჩაინიშნება ხელახალი შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე შეხვედრა.