საფრანგეთის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპთან ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.
ვაშინგტონში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ბრიჯიტ მაკრონმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლეს "მხიარული“ და "ჭკვიანი" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მელანიას არ შეუძლია იმ ყველაფრის კეთება, რაც მას სურს.
"მელანია არაფრის უფლებას არ აძლევენ. მას თეთრ სახლში ფანჯრის გამოღების უფლებასაც არ აძლევენ. არასად გასვლის უფლება არ აქვს. ის გამოკეტილია. მე პარიზში ყოველ დღე გავდივარ გარეთ“ - განაცხადა ემანუელ მაკრონის მეუღლემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მელანია სრულიად განსხვავებულად იქცევა პირისპირ ურიერთობებისას, ის ჭკვიანია და იუმორის კარგი გრძნობა აქვს.
"ყველაფერს სხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევენ, ზედმეტადაც. ის ძლიერი პიროვნებაა, თუმცა ის ცდილობს ეს დაფაროს. მელანია ყველაფერზე იცინის და ამას მარტივად აკეთებს, თუმცა უფრო იშვიათად ვიდრე მე".