ერთი მაღაროელი დაიღუპა და ერთი დაშავდა უკრაინაში, შახტაში მომხდარტი ავარიის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, შემოვიდა შეტყობინება მაღაროდან ავარიის შესახებ, რომელიც 1340 მეტრი მიწის სიღრმეში მდებარეობდა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მაშველები.
"მაშველებმა ორი დაზარაალებული აღმოაჩინეს, ერთი მათგანი უგონო მდგომარეობაში“ - ნათქვამია განცხადებაში.
პირველი მსხვერპლი ამოიყვანეს და გადასცეს სასწრაფო დახმარების მუშაკებს. ხოლო მეორეს მაშველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა ამის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.