სომხეთის აქციები და უკრაინის მეიდანის სიტუაცია სრულიად სხვადასხვაა და მათ საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დეპუტატმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
"მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სომხეთი და უკრაინის მაედანის სიტუაციები აბსოლუტურად სხვადასხვაა. ეს წმინდა შიდა პროცესია და არანაირად არ ეხება გეოპოლიტიკურ კონტექსტს“ - აღნიშნავს ფაშინიანი. მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის „წარმოადგინოს ყველა ფულადი ანგარიში, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი მოძრაობა არ იღებს ფულს უცხოური ორგანიზაციებიდან“.
ცნობისთის, 23 აპრილს სერჟ სარგსიანმა დატოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ოპოზიციის მიერ ზეწოლის გამო. მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 1 მაისს დაინიშნა. ის პარლანეტში ღია კენჭისყრით ჩატარდება.
ოპოზიცია მთავრობის თავმჯდომარედ ფაშინიანის დანიშვნას მოითხოვს. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია მზადაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერად დაინიშნოს მათი ლიდერი, არაკონსტიტუციურ მოთხოვნად მიიჩნევს.