გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის პროდუქციაზე - ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების დაწესებას და რუსეთას წინააღმდეგ სანქციებს განიხილავენ.
გერმანიის მთავრობაში დააზუსტეს, რომ მერკელის ვიზიტი აშშ-ში ერთ დღეს გაგრძელდება. საუბარი გერმანიის კანცელრთან ნახევარ საათს გასტანს. შემდგომ შედგება სადილი ორივე მხარის მონაწილეობით, ხოლო პროგრამას ერთიბლივი პრესკონფერენცია დაასრულებს.