სომხეთში ოპოზიცია საპეროტესტო აქციებს გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას ოპოზიციის ლიდერი დეპუტარტი, ნიკოლ ფაშინიანი აკეთებს.
მანამდე სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა უარი თქვა ფაშინიანთან მოლაპარაკებებზე.
"ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან აქციებს და ჩვენს სამართლიანობაში დავარწმუნებთ კარაპეტიანს, ისევე როგორც დავაჯერეთ სერჟ სარგსიანი“ - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ფაშინიანი.
ის ასევე მიიჩნევს, რომ კრიზისი არ გადაწყდება, თუკი პრემიერის თანამდებობაზე იქნება არჩეული მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.