ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეოს ლიდერები ათწლეულების მანძილზე პირველ სამიტს მართავენ. კიმ ჩენ ინი გახდა პირველი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელმაც გადალახა სამხედრო-დემარკაციული ხაზი, სამხრეთ კორეის შემოსაზღვრულ პუნქტტზე.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა კიმ ჩენ ინმა და მუნ ჩჟე ინმა სასაზღვრო პუნქტში მოლაპრაკებების პირველი რაუნდი გამართეს. პირველი რაუნდის შედეგებით, მხარეებმა კონფრონტაციის დასრულებისა და ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. დღის განმავლობაში ორი კორეული სახელმწიფოს მეთაური განიხილავს ურთიერთობის გაუმჯობესების, მშვიდობისა და გაერთიანების პერსპექტივის საკითხებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კოლეგას შესთავაზა შეხვედრები ხშირად გამართონ.