ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომ ეს ცივი ომი არაა და მისი დაბრუნება არც სურს.
"ისინი, ვინც კითხულობს გაზეთს, შესაძლოა იფიქრონ, რომ ცივი ომი დაბრუნდა. მეც ხშირად მისვამენ ამ კითხვას ჟურნალისტები... მე მათ ვპასუხობ - არას. ჩემი სურვილია, რომ ცივი ომი არც დაბრუნდეს, რომ ასევე შევძლო ყოველთვის პასუხის გაცემა - არა“ - განაცხადა ბლოკმა თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან პრესკონფერენციის მსვლელობისას.