ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს ძინ ლიცუნს და ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელთაც საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკი ახორციელებს, აგრეთვე დაგეგმილ და განხილვის პროცესში არსებულ პროექტებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ნენსკრაჰესის, ელექტროგადამცემი ხაზების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის პროექტები, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც ასევე აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ამ პროექტზე გაცვალეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროექტები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე სს „საქართველოს რკონიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
(NS)