სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით ივნისში საქართველოს ჩინეთის დელეგაცია ესტუმრება, - აღნიშნულ შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპინმა.
შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. ჩინეთის მინისტრის განცხადებით, ივნისში საქართველოში დელეგაცია ჩინეთიდან შეხვედრებს გამართავს ქართული მხარის წარმომადგენლებთან და მოამზადებს წინადადებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება და ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველა სატრანსპორტო საშუალებით სატვირთო გადაზიდვების განვითარებას.
(NS)