თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა, - აღნიშნა ჩინეთისკომერციის მინისტრმა ჭუნ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.
შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლადესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველმწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინურმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ჩინეთისბაზარზე პროდუქციის პოპულარიზების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსექსპორტის ზრდას ჩინეთში.
(NS)