შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციაშიწარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ან სამომავლოდგეგმავენ ჩინეთის ბაზრისთვის პროდუქციისა ან სერვისების მიწოდებას.
შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შეხვედრაზე, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთისკომერციის მინისტრთან ჭუნ შანთან გამართა. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებშიშედგა. შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს 150,000 მყიდველთან(ე.წ. ბაიერთან) პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ. ამაში კი მათ მხარდაჭერას ჩინეთისკომერციის სამინისტრო აღმოუჩენს.
(NS)