უკრაინის უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის პრეტენზიის განხილვის პროცესი 20 აპრილისთის გადადო.
სხდომა გაიმართება 20 აპრილს 10:00 საათზე. განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, 2017 წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეჩერების შესახებ ბრძანებულებას. მოგვიანებით სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრა.