საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა”, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს.