მექსიკაში, შტატ პუებლაში მდებარე ქალაქ ტლანეპლანტლას მერი ხოსე ეფრან გარსია მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მერი სან პაბლო აქტიპანისა და ტეპეაკას შორის მანქანას მართავდა, როდესაც სხვა მანქანებმა გზა დაუბლოკეს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პროკურატურამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.