საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.
ამის შესახებ მთავრობის განკარგულება 12 აპრილს გამოქვეყნდა.
საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის საერთო ფართობი 4926 კვ.მ-ია.
განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.