ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განმარტებით საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი არ უნდა იყოს.
„ვიცი საქართველოს მოსახლეობის განწყობა საბანკო სექტორთან დაკავშირებით. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.