საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ, რომელიც, მისივე თქმით, არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული.
კობახიძის თქმით, ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას.
კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს.