გიორგი კვირიკაშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
როგორც კვირიკაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნები გააგრძელებენ დინამიკური ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას
“გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ დინამიკური ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ჩვენი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ჩვენი ერების და სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”, - წერს კვირიკაშვილი.