სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა.
დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო.
დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა.
როგორც თბილისის მერიიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს.