ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლო პერიოდში ყველაზე ზრდად ავიამიმართულებად ლარნაკა სახელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარნაკას მიმართულებაზე მგზავრთნაკადი 199%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება მემინგენის მიმართულებას ზრდამ 64%-ი შეადგინა.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ტოპ ზრდადი ავიამიმართულებები მგზავრთნაკადის მიხედვით, 2018 წლის პირველი 3 თვის მანძილზე, ასე გამოიყურება:
ლარნაკა - 199%;
მემინგენი - 64%;
დორტმუნდი - 59%;
სალონიკი -55%;
ვილნიუსი - 30%;
მილანი - 20%;
მოსკოვი - 17%;
ბერლინი - 14%;
ბუდაპეშტი - 9%;
კატოვიცე - 9%.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის იანვარ-მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 78 ათას 20 მგზავრს მოემსახურა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 67 ათას 892 მგზავრს. 2016 წლის იანვარ-მარტში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 37 ათას 711 მგზავრი გაატარა.
3 თვის მაჩვენებლების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულება მილანია. სწორედ მთლიანი მგზავრთნაკადის 12%-ი მილანის მიმართულებაზე მოდის. ქუთაისიდან პოპულარულია ასევე ბერლინის მიმართულებაც, რომელზედაც აეროპორტის მთლიანი მგზავრთნაკადის 11%-ი დაფიქსირდა.
წილობრივად 10-10%-იან მაჩვენებლები აქვს ბუდაპეშტის, მემინგენისა და დორტმუნდის მიმართულებებს. 9-9%-იანი წილებს იყოფენ ლარნაკასა და სალონიკის მიმართულებები.