საფრანგეთმა, სირიაზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა თავდასხმა მისივე ბაზიდან განახორციელოს, რომელიც ქვეყნის ტერიოტორიაზეა განლაგებული და არა ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების ბაზებიდან. იუწყება გაზეთი Figaro.
გამოცემის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკვე მიიღო ფრანგი გენერლებისგან ოპერაციის განხორციელების სხადასხვა ვარიანტები.
"სამხედრო საჰაერო ძალების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ პოლიტიკურად მათ მიეცემათ მწვანე შუქი დარტყმისთვის, ეს იქნება განხორციელებული. სავსებით შესაძლებელია სენ-დიზეს ბაზიდან და არა საფრანგეთის ბაზებიდან ახლო აღმოსავლეთში - იორდანიიდან ან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან" - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე განმარტებულია, რომ „ამ ქვეყნებს არ სურთ იყვნენ ჩართულები სირიის მეზობლის წინააღმდეგ შესამჩნევ სამხედრო მოქმედებებში“.
გაზეთი იუწყება, რომ სენ-დიზეს ბაზიდან გატყორცნილ რაკეტებს Rafale-ს, სამჯერ დასჭირდებათ საწვავის გამოცვლა, ვიდრე სირიის ტერიტორიას მიაღწევენ.