იანვარ-მარტის მგზავრთნაკადით კვლავ Turkish Airlines ლიდერობს, 12%-იანი წილით. თურქული ავიაკომპანია, მიმდინარე წლის 3 თვეში, საქართველოს აეროპორტებში 101 ათას 314 მგზავრს მოემსახურა.
ადგილობრივი ავიაკომპანია Georgian Airways -ი (აირზენა) კი 2018 წლის პირველ კვარტალში სულ 93 ათას 333 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად მასზე 3 თვეში გადაყვანილი მგზავრების 11%-ი მოდის. რეიტინგში მესამე პოზიციაზეა Wizz Air-ი, რომლის ბალანსზეც გადაყვანილი მგზავრების 9%-ია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მოწოდებული სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
Turkish Airlines
|
12%
|
Georgian Airways
|
11%
|
Wizz Air
|
9%
|
Fly Dubai
|
6%
|
FlyUIA
|
6%
|
Aeroflot
|
4%
|
S7
|
4%
|
Zagros Airlines
|
4%
|
Pobeda Airlines
|
4%
|
Pegasus Airlines
|
4%
|
Ural Airlines
|
4%
|
Qatar Airways
|
3%
|
Air Arabia
|
3%
|
QESHM AIR
|
2%
|
AZAL
|
2%
|