11 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.200 პროცენტით, მაქსიმალური 7.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.256 პროცენტით განისაზღვრა.