საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მორიგ ანგარიშშია აღნიშნული.
წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.
ცნობისთვის, შეფასება 7 ქულიანი სისტემით ხდება, სადაც 1 საუკეთესო, 7 კი დაბალი მაჩვენებელია.