რუსულ-გერმანული საგარეო სავაჭრო პალატის ცნობით, ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ იმ კომპანიებთან, რომლებსაც შეზღუდვები აქვთ დაწესებული.
რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკა რამდენიმე მილიარდი ევროს დაკარგავს. ხოლო უახლოეს პერსპექტივაში კი დაახლოებით 100 მილიონ ევროს. ეს მოხდება რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან ახალი სანქციების გამო. ამის შესახებ ცნობას რუსულ-გერმანული საგარეო სავაჭრო პალატა ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს მოხდება გერმანიის კომპანიების თანამშრომლობის გამო რუსულ კომპანიებთან, რომლებიც სანქცირებული არიან - მაგალითად, „Группой ГАЗ“ და „Русалом“