დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი იულია სკრიპალი, სამხედრო ბაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იტყობინება გაზეთი Sun-ი, წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, მისი გადაყვანა სამხედრო ბაზაზე „უსაფრთხოების დაცვის“ მიზნით, ასევე ჯანმრთელობის მონიტორნიგის გამო მოხდა.
კონკრეტულად რომელ სამხედრო ბაზაზეა საუბარი გამოცემა არ აკონკრეტებს. იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან ორშაბათს გაწერეს. ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, ის „უსაფრთხო ადგილას“ არის გადაყვანილი.
რუსეთის საელჩოს შეფასებით, ბრიტანეთს სურს იულია სკრიპალის საზოგადოებისგან იზოლირება, რათა დამალონ მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებები.