დონეცკში სროლის შედეგად დაჭრილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
ოთხშაბათს, დილით ცეცხლი გახსნეს ქალაქ დონეცკის გარეუბანში. გამოყენებული იყო 200-ზე მეტი ნაღმი და ჭურვი.
სროლის შედეგად დასახლებული პუნქტის სამ მოქალაქეს აქვს მიყენებული ჭრილობები - ისინი გადაყვანილი არიან ქალაქის საავადმყოფოში. დილით განხორციელებული სროლის შედეგად დაზიანდა 8 სახლი.
ცნობისთის, დონბასში ახალი „სააღდგომო“ ზავი ძალაში 30 მარტიდან შევიდა.