თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 37%-ით გაეზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724 ათას 24 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 37%-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 ათას 145 მგზავრს მოემსახურა, 2016 წლის იანვარ-მარტში კი 373 ათას 715 მგზავრს.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2018 წლის პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიური ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება და სრული წლიური მგზავრთნაკადი 4 მილიონზე მეტ მგზავრს მიაღწევს.