გადაყვანილი მგაზვრთნაკადის მიხედვით საქართველოსთვის პირველ ადგილზე სტამბოლის მიმართულებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვეში, საქართველოს აეროპორტების გავლით სტამბოლის მიმართულებით და პირიქით სულ 142 ათას 578 მგზავრმა ისარგებლა, რაც მთლიანი მგზავრთნაკადს 17%-ია. ტოპ-5 ავიამიმართულებებშია ასევე მოსკოვი (125 ათას 596 მგზავრი), თეირანი 92 ათას 190 მგზავრი), კიევი (70 ათას 926 მგზავრი), დუბაი (53 ათას 103 მგზავრი) და როსტოვი (32 ათას 121 მგზავრი).
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით,იანვარ-მარტის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით „ტოპ 15“ ავიმიმართულება ასე გამოიყურება:
სტამბოლი
მოსკოვი,
თეირანი,
კიევი,
დუბაი,
როსტოვი,
თელ-ავივი,
შარჟა,
დოჰა,
ბაქო,
ვარშავა,
მინსკი,
სანკტ-პეტერბურგი,
მიუნხენი,
ბერლინი.
შეგახსენებთ, 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 839,612 მგზავრი, რაც 36 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს(621,240მგზავრი).