დღეს, აზერბაიჯანში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია და ამჟამინდელ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძოლებს კიდევ 8 კანდიდატი და გამარჯვებული 7 წლით ქვეყნის პირველი პირი იქნება.
ქვეყანაში 5 მილიონ 309 ათასი დარეგისტრირებული ამომრჩეველია. აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ 5641 საარჩევნო ყუთი დადგა. საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელები ხმებს გამოიყენებენ საელჩოებსა და წარმომადგენლობებში. საარჩევნო უბნები საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნების არაოფიციალური შედეგები ხვალ დილით იქნება ცნობილი