გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.