ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, Aircraft Interiors Expo 2018-ის ფარგლებში, დღეს განაცხადა, რომ, კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად, ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას კომპანიასთან GEVEN. Wizz Air GEVEN-ის მიერ შექმნილ უახლეს ინოვაციას შეიძენს. Essenza-ს ტიპის სავარძლების თანამედროვე მოდელით აღიჭურვება 110 ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავი, რომელთა მომარაგებაც 2019 წლის იანვარში დაიწყება და 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, ახალი შეკვეთის საფასური 44 მილიონი ევროა. უნდა აღინიშნოს, რომ 110 ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავის თანამედროვე სავარძლებით აღჭურვისთვის Wizz Air-ს ჰქონდა შესაძლებლობა, კომპანია GEVEN-ის გარკვეული ფასდაკლებებით ესარგებლა. ახალი შეთანხმება დადებითად აისახება როგორც მომხმარებელთა კომფორტის გაუმჯობესებაზე, ასევე ავიაკომპანიის შემდგომ ოპერაციებზეც. მსუბუქი წონის სავარძლები ნაკლები საწვავის მოხმარებას განაპირობებს, რაც, თავისთავად, შედარებით ნაკლებ ეკოლოგიურ კვალს დატოვებს გარემოზე და Wizz Air-ის უფრო დაბალბიუჯეტიანი მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ ახალ შეთანხმებას GEVEN-თან და 110 ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავისთვის Essenza-ს ტიპის სავარძლების თანამედროვე მოდელს შევიძენთ. ჩვენი მყარი ურთიერთობა GEVEN-თან ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდება, ვინაიდან ჩვენ ფლოტის განვითარებისთვის მუდმივად ვახორციელებთ ინვესტირებას. ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავი მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს ხარჯებს, ინტერიერის ახალი დიზაინი კი ბორტზე სერვისის გაუმჯობესებასა და უკეთეს კომფორტს განაპირობებს“ - აღნიშნა იოჰან ეიდჰაგენმა, Wizz Air-ის მარკეტინგის დირექტორმა. „ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას ინდუსტრიის წამყვან ავიაკომპანიად დამკვიდრებისთვის და ევროპის მასშტაბით ქსელს მუდმივად ვაფართოვებთ. ახალტექნოლოგიური თვითმფრინავი და მისი ინტერიერი საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ჩვენი საოპერაციო ხარჯების შემცირება და ევროპის წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ვიქცეთ. Wizz Air გააგრძელებს საჰაერო მგზავრობის მოთხოვნის სტიმულირებას და მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასებსა და ევროპის ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტურ ფლოტთან ერთად მგზავრობის შესაძლებლობას შესთავაზებს“.
GEVEN-ის Essenza-ს ტიპის სავარძელი იტალიური მოდის მიხედვითაა შექმნილი და Wizz Air-ის თვითმფრინავის ინტერიერის უნიკალურ მახასიათებლებს უსვამს ხაზს. ახალი მოდელი მომხმარებელთა უკეთესად მოთავსებას განაპირობებს, რადგან სავარძლებს შორის დაშორება დაახლოებით 25%-ით იზრდება. Wizz Air-თვის დამახასიათებელი ლურჯი ფერის სავარძლები დამზადდება მაღალტექნოლოგიური ტყავით და ექნება კომფორტული ფორმა. აღნიშნული სიახლეები, ესთეტიკური სიამოვნების გარდა, ფუნქციონალურ უპირატესობასაც განაპირობებს. მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თანამედროვე თვითმფრინავის სრული კომფორტით ისარგებლონ.
„GEVEN ბედნიერია, რომ ხანგრძლივი დროის განმავობაში Wizz Air-ის პარტნიორია!“ - განაცხადა დორია დე კიარამ, GEVEN-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა. ჩვენ Wizz Air-ის პირველ ეარბასის ტიპის თვითმფრინავს სავარძლებდით ჯერ კიდევ 2007 წელს ვამარაგებდით. ამჟამად ახალი შეკვეთა საშუალებას გვაძლევს, ვიამაყოთ და ავიაკომპანიის ნდობა კიდევ ერთხელ გავამართლოთ“.