2017 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურს მგზავრთნაკადი 2%-ით შეუმცირდა. ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ნავსადგურს 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის რაოდენობა 648%-ით გაეზარდა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2017 წელს შემომსვლელ მგზავრთა რაოდენობამ 3512 მგზავრი შეადგინა, 2016 წელს კი - 3577 მგზავრი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგური სულ 552 მგზავრს მოემსახურა.