თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მდებარე ელექტროენერგიის ერთ-ერთ ანძასთან პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული.
პირველი არხის ინფორმაციით, ანძაზე მამაკაცია ასული და თვითმკვლელობით – გადმოხტომით ან ელექტროენერგიის სადენებზე ხელის შეხებით იმუქრება.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან პოლაპარაკებებს აწარმოებენ.