ეგვიპტელმა ქალმა ქმარი იმის გამო მიატოვა, რომ მამაკაცმა მას შაურის ყიდვაზე უარი უთხრა. როგორც უცხოური მედია წერს, გოგონამ განქორწინებაზე განაცხადი დაქორწინებიდან 40 დღეში შეიტანა. მიზეზი კი გახდა ის, რომ ქმარმა შაურმა არ უყიდა.
Khaleej Times-ის ინფორმაციით ქალი მშობლების სურვილით გათხოვდა. თავდაპირველად ქმარი ჩვეულებისამებრ იქცეოდა, თუმცა შემდგომ ქალმა აღმოაჩინა, რომ ის მას გასეირნებაზე ხშირად უარს ეუბნებოდა.
„ტრადიციის მიხედვით ჩვენ ერთმანეთი მშობლებმა გაგვაცნეს. მე ის ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე ვნახე და სიძუნწე არ შემიმჩნევია. შემდგომ გაირკვა, რომ მას არსად სიარული არ უყვარს, რადგანაც მისთვის ეს ფულის ტყუილი ხარჯვა იყო“, ყვება ქალი.
ერთხელაც როგორც იქნა ცოლმა ქმარი დაიყოლია და ისინი სასეირნოდ წავიდნენ, თუმცა ქალის თხოვნაზე მისთვის შაურმა ეყიდა - ქმარმა უარი თქვა. ქმარმა ცოლს უთხრა, რომ შაურმას არ უყიდდა, რადგანაც წვენი უკვე უყიდა.
ამ ინციდენტის შემდეგ ცოლი მშობლებთან დაბრუნდა, ხოლო მის განაცხადზე მალე სასამართლო იმსჯელებს.