დადგენილია ის TOP-10 ნივთი, რომელსაც მგზავრები თვითმფრინავში ტოვებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად მგზავრებს თვითმფრინავში მობილური აპარატურა და საბუთები რჩებათ.
Business Traveller-ის ინფორმაციით, 2017 წელს მხოლოდ ავიაკომპანია Hong Kong Airlines-ის ბორტებზე 3 ათასამდე ნივთი იპოვეს, რომელიც ლაინერში მათ მგზავრებს დარჩათ.
ყველაზე ხშირად რა ნივთები რჩებათ მგზავრებს თვითმფრინავებში?
პლანშეტი
სმარტფონი
სამოგზაურო ბალიში
წყლის ბოთლი
ტანსაცმელი
კაშნე
სათვალე
ელექტრონული წიგნი
ფოტოაპარატი
პასპორტი