კიევს მესამე აეროპორტი ექნება. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის საავიაციო ტრანსპორტის სტრატეგია განაახლა, რომელიც 2030 წლამდეა გათვლილი და სადაც აღნიშნულია, რომ კიევში დაგეგმილია კიდევ ერთი აეროპორტის მშენებლობა. დოკუმენტის მიხედვით, 10-15 წელში კიევის ორი აეროპორტი, გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე, საკმარისი აღარ იქნება.
აეროპორტი „კიევი“ (ჟულიანის აეროპორტი) ქალაქში მდებარეობს და შესაბამისად მისი განვითარების პერსპექტივა შეზღუდულია. ასევე აღნიშნული აეროპორტის გამო მეგაპოლისში საკმაოდ დიდი ხმაურია. არის გამოცდილება, რომ მსგავს შემთხვევაში ევროპაში ღამის ფრენები იზღუდება. შესაბამის ამ ფონზე მგზავრთნაკადის ზრდა კითხვის ქვეშ დგება.
ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, დღისწესრიგში დგება ახალი აეროპორტის მშენებლობა.
ახალი აეროპორტის მშენებლობის ადგილებად განისაზღვრა: გოსტომელი, ბილა ცერკვა ან ჟიტომირი.